დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 10 დელფინი მონაწილეობს, ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს მონიკას, ზოროს, ნინის, მარკოს, მაიას, ციცის და მისი შვილების ოლიმპიას და ბათუს, ასევე კიდევ ორი პატარის ჩიბუს და ხვიჩას დამსახურებაა. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა ახალი და ძველი შთამბეჭდავი მომენტი.

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

0
0
0
s2sdefault