სელაპი

ფეხფარფლიანთა განყოფილებაში ეს უკვე რიგით მეექვსე მატებაა.

სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში 18 ივლისს, 00:25, შვილი ემას შეეძინა, მამა კი 12 წლის პედროა. პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბად მუქი ყავისფერი ბეწვით. სავარაუდო წონა 5-7 კგ-ა. მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება თან სდევს, თითქოს ეს პირველია.

ეს წარმატება, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%- დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 -ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 -, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირისწითელ ნუსხაში (IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.

გახსნის დღიდან ანუ ბოლო 6 წლის მანძლზე ბათუმის დელფინარიუმში უკვე 6 ზღვის ლომი დაიბადა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

  • სამეცნიეროკლასიფიკაცია:  სამეფო
  • ცხოველებისტიპი:  ქორდიანები
  • კლასი:  ძუძუმწოვრები
  • რიგი:  მტაცებლები
  • ოჯახი:  ყურებიანისელაპები
  • გვარი:  ფარფლფეხიანები
  • სახეობა:  ზღვისლომი

0
0
0
s2sdefault