new

12-13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმისთბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება საერთაშორისო სემინარი. 

სემინარის მიზანია შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება. 

   სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, ჩატარებულ სამუშაოებსა და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ ქართველი მეცნიერები.

   ბოლო პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, გახშირდა დელფინების გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასობრივი დაავადებების ვერსიაა. დელფინების გამორიყვის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის პათანატომიურ კვლევებს, ანალიზებსა და შესაბამის გამოცდილებას გულისხმობს. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები. ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფი ამავე ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ექიმი პათოლოგანატომის, ალექსი ბაიდოშვილის თაოსნობით (GIMPHA _ ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ზოოპარკის კონსულტანტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში) პარტნიორობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.

0
0
0
s2sdefault