IMG 4246

ეს საოცარი თევზი დისკუსია - ყველა აკვარიუმისტის ოცნება. ხელოვნურ პირობებში მათი გამოყვანა ურთულესი სამუშაოა, თუმცა ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა ეს უკვე რამდენჯერმე წარმატებით მოახერხეს.

დისკუსი ერთადერთი თევზიარომელიც ლიფსიტებს სხეულზე გამოყოფილი ლორწოთი კვებავს (დედის სხეულის ზედაპირზე გამოიყოფარძედა ამგვარადმიეწოდებაპატარებს).

თევზი სხეულის დისკოიდური ფორმით გამოირჩევა. მეტამორფოზის გავლამდე, ჩვეულებრივი ლიფსიტის ფორმით იბადება, თუმცა, ზრდასთან ერთად,  სწორედ იმ ფორმას იღებს, რომელიც წყლის სხვა ბინადრებისგან რადიკალურად განასხვავებს.

წყვილი ერთმანეთის მიმართ სიცოცხლის ბოლომდე ერთგული რჩება - დისკუსები  პარტნიორს არასოდეს იცვლიან.

მტკნარი წლის თევზები - დისკუსები ციხლიდების ოჯახ განეკუთვნებიან და ბუნებაში მდინარე ამაზონში ბინადრობენ. დისკუსი საკმაოდ რთული მოსავლელია: ის წყლის ხშირ ცვლას და მისი პარამეტრების მკაცრ კონტროლს საჭიროებს, ტემპერატურა  26°C-დან 30°C-მდე უნდა მერყეობდეს. დისკუსი დაახლოებით 25 სანტიმეტრამდე იზრდება.

ბათუმის აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად გამოყვანილი და გამრავლებული. აღსანიშნავია, რომ თუ ხელოვნურ წყალსაცავებში თევზებს ბუნებრივი პირობების შესატყვისი გარემო არ აქვთ შექმნილი, მათი გამრავლება შეუძლებელია.

ბათუმის აკვარიუმის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი, ემბრიოლოგ-სელექციონერი თამაზ ბაჟაშვილი დეტალურად დისკუსების საუბრობს  შესახებ:

„დისკუსი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი თევზია, რომლის სახელსაც სხეულის ფორმა განაპირობებს. მას აკვარიუმის დედოფალასაც ეძახიან. სამშობლო სამხრეთი ამერიკაა - მდინარე ამაზონის აუზი. რთულია მისი მოვლა-პატრონობა, ამიტომაც ხელოვნურ წყალსაცავებში მათ ბიოლოგიური სასიცოცხლო პროცესები უზრუნველყოფასდა გამრავლებას მხოლოდ პროფესიონალები ახერხებენ.

დისკუსი მგრძნობიარეა წყლის შემადგენლობისა და სხვადასხვა დაავადებისადმი. ამიტომ საჭიროა საკმაოდ დიდი აკვარიუმი და წყლის იდეალური ფილტრაცია. ის ტროპიკული თევზია, შესაბამისად, საჭიროა წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა 28-32°С სითბო.

განსაკუთრებით რთულია დისკუსის გამრავლება. ის მოითხოვს წყლის განსაკუთრებულ შემადგენლობას: სიხისტე 2-40, მჟავიანობა PH 5,5-6,5-ის ფარგლებში, ტემპერატურა 30 გრადუსი. ამიტომ გვიხდება წყლის ხელოვნური „დამზადება“, დისტილირებული წყლის გამოყენება. გამრავლების პერიოდში დისკუსები წყვილდებიან. ასეთი წყვილი უნდა გადავიყვანოთ ცალკე აკვარიუმში. ზომებით 50X50X50 სმ-ზე. სადაც ზემოთ აღწერილი წყალია მოთავსებული. აკვარიუმში იდგმება ქოთანი. მასზე მდედრი ყრის ქვირითს, მამრი ანაყოფიერებს. ქვირითს ორივე უვლის. გაუნაყოფიერებელ ქვირითს ჭამენ. 48 საათში იჩეკება 5-6 მმ-ის ზომის ლიფსიტები, რომლებიც მშობლებს გადააქვთ სუფთა ადგილზე. კიდევ 48 საათის შემდეგ ლიფსიტები იწყებენ ცურვას. მშობლები მათ სხეულზე დაჯდომისა და კვების საშუალებას აძლევენ. დისკუსები, სხვა თევზებისგან განსხვავებით, გამრავლების დროს სხეულზე გამოყოფენ სპეციალურ ლორწოს, რომლითაც 2 კვირის განმავლობაში კვებავენ ლიფსიტებს, შემდეგ კი პატარები დამოუკიდებლად იკვებებიან ცოცხალი, მცირე ზომის არტემიებით, დაფნიებითა და პატარა ზომის ჭიებით.

ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები სხვადასხვა მიზეზის გამო ჭამენ ქვირითს, ასევე, როცა მშობლები არ გამოყოფენ საკვებ ლორწოს და, შესაბამისად, ლიფსიტები იღუპებიან. ამიტომაა დისკუსების გამრავლება საკმაოდ რთული პროცესი.

0
0
0
s2sdefault