34449075 10214123029803274 8861011100699721728 n

ამ ფაქტს აკვარიუმისტები თვეებია ელოდებოდნენ. ხელოვნურ პირობებში გარრა რუფას, გამრავლება უიშვიათესი მოვლენაა. თავდაპირველად „მზადდება“ წყალი სპეციალური შემადგენლობით. მასში უნდა ხარობდეს 15-მდე სახეობის მცენარე.

ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა, არსებობის იდეალური პირობების შესაქმნელად, სპეციალურად გამოყოფილ აკვარიუმში დაამონტაჟეს რთული საფილტრაციო სისტემა, შეარჩიეს რამდენიმე წყვილი და მოათავსეს ისინი ახალ საინკუბაციო სივრცეში.
გარრა რუფას ხშირად „თევზ ქირურგს“ უწოდებენ, რადგან მათ, კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ (ფსორიაზი, ეგზემა). ეს თევზი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და აკუპუნქტურულ წერტილებს, აცილებს ბაქტერიებსა და სოკოს. მსგავსი თერაპია აქტიურად გამოიყენება სპა ცენტრებსა და კლინიკებში, სილამაზის სალონებსა და წყლის სპეციალურ აბაზანებში. ეს თევზი აცილებს ადამიანის სხეულს მკვდარ ქსოვილებს და აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს.
გარრა რუფა (იგივე წითელი გარრა), ბუნებაში ბინადრობს თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის მდინარეებში, ტბებსა და ნაკადულებში.

0
0
0
s2sdefault