IMG 0803

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაასახელეს. 

მაგნოლია 2019“- ის ცერემონიაზე გამარჯვებული 13 ნომინაციაში გამოვლინდა. რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი "ტურისტული ატრაქციის" ტიტული დელფინარიუმმა მიიღო, ვიზიტირებადი ადგილი ბათუმის ბულვარმა, წლის მუზეუმად გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი დასახელდა, ტურისტული მარშრუტი კი ბათუმი სითი ტური

აჭარაში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ ადმირალი, საუკეთესო ჰოსტელად ბექთუმი, ხოლო საუკეთესო რესტორნად რეტრო დასახელდა.

ჯამში, ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

0
0
0
s2sdefault