2020

ძვირფასო მეგობრებო, 2019 წელს, გასულთან შედარებით, დელფინარიუმში ვიზიტორთა 9%-ით ზრდა დაფიქსირდა. აქვე, მადლობას გიხდით და გილოცავთ ახალ წელს. გამორჩეულად პოზიტიური ყოფილიყოს 2020 წელი თითოეული თქვენგანისთვის.

 ამასთან, ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი სასწავლო დაწესებულებების წევრთათვის, უკვე ტრადიციად ქცეული, ფასდაკლების აქციის ფარგლებში, ჩვენ, 8200-მდე მოსწავლე-მასწავლებელი გვესტუმრა. აღნიშნული ფასდაკლება გაგრძელდება 2020 წლის 21 ივნისამდე. დეტალები იხილეთ ბმულზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ დელფინარიუმი უფასოდ მასპინძლობს ეტლით მოსარგებლეებსა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, თუმცა ამ უკანასკნელმა, შოუზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ უნდა მიმართოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის აღნიშნული პროგრამა ვრცელდება 21 ივნისამდე.

კონკრეტული პერიოდისთვის დეტალებს (შოუს დრო, ფასები და ა.შ.) გაეცნობით ჩვენი საიტის www.dolphinarium.ge მთავარ გვერდზე, მითითებულის შესაბამისად დაგეგმილი შოუ გაიმართება ნებისმიერ ამინდში.

დელფინარიუმის შოუს ბილეთის ღირებულება 1 ივლისამდე იქნება 15 ლარი (6  წლამდე ასაკის პატარები  უფასოა  (თუკი ის  არ საჭიროებს ცალკე  დასაჯდომ ადგილს)), დელფინებთან ცურვის ღირებულება: (15 წუთი): 5–დან 16 წლამდე – 100 ლარი, 16 და ზემოთ – 150 ლარი (კონკრეტული დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს).

აკვარიუმის ღირებულება, ამ ეტაპზე, 2 ლარია და ღიაა ყოველდღე, 11:00დან - 18:00მდე.

2020 წლის 1 ივლისიდან დელფინების შოუ გაიმართება:

ყოველდღე (ორშაბათის გარდა)

ბილეთის ფასი: 30 ლარი (6  წლამდე ასაკის პატარები  უფასოა, ბილეთიან მშობელთან ერთად),

დელფინებთან ცურვის ღირებულება (15 წუთი):

5–დან 16 წლამდე – 150 ლარი, 16 და ზემოთ – 200 ლარი.

აკვარიუმის ღირებულება განისაზღვრა 4 ლარით,

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00დან - 21:00მდე.

მიმდინარე წლის, 11 სექტემბრიდან დელფინარიუმის შოუს ბილეთი კვლავ ეღირება 15 ლარი, ასევე ინტერაქტივის ღირებულება იქნება შესაბამისად 5–დან 16 წლამდე – 100 ლარი, 16 და ზემოთ -150 ლარი. აკვარიუმის ღირებულება - 2 ლარი.

1 ოქტომბრიდან, კვლავ ამოქმედდება ფასდაკლების აქცია დელფინარიუმის შოუზე დასწრების მსურველი მოსწავლე-მასწავლებლებისათვის.

0
0
0
s2sdefault