დელფინარიუმში დაბადებული პირველი დელფინის იუბილე.

 

     ნინი განახლებულ დელფინარიუმში მოვლენილი პირველი სიხარულია და ალბათ, ამიტომაც შეიყვარა ჩვენმა ვიზიტორებმა განსაკუთრებით.

     სწორედ ამ დღეს, პირველ ივნისს მოევლინა იგი ქვეყნიერებას და კიდევ უფრო გააფერადა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩვენთან, ბათუმის დელფინარიუმში, სადაც ყოველი დღე, ისედაც დღესასწაულია... ნინის დედას მონიკას კი 2 წლის შემდეგ ვაჟი გაუჩნდა.


     გილოცავთ პატარებო!

     ასევე ჩვენც ვღებულობთ მილოცვებს, ვულოცავთ ჩვენი დელფინარიუმის ოჯახის თითოეულ წევრს და ჩვენს გულშემატკივრებს, ნინის დღეს, ნინობის ბრწყინვალე დღესასწაულს და აქვე, განსაკუთრებულად, მსოფლიო პატარებს დღეს, რომელიც ყველაზე ფერადი და პოზიტიურია.

     გისურვებთ ნათელ მომავალს!

0
0
0
s2sdefault