ადმინისტრაციის განცხადება
ძვირფასო ვიზიტორებო!
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი ბინადრების, თანამშრომლების და თქვენი უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, ინტერაქტივის - დელფინებთან ცურვის სერვისი, დროებით შეჩერებულია.
რაც შეეხება დელფინარიუმის შოუს, მიმდინარე თვის ბოლო რიცხვებში შეგატყობინებთ დეტალურ ინფორმაციას შოუს განრიგისა და ფასების შესახებ.
შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან და ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და ვიზიტორთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განვიხილავთ და ვღებულობთ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომას.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით!