მოდი, შეიძინე, გაიგე, როგორ იზრუნო მათზე... 

და ჩვენი დახმარებით, შექმენი შენი საკუთარი აკვარიუმი!

 

საქართველოში აკვარიუმის გასაყიდი თევზების ყველაზე ფართო არჩევანი ბათუმის აკვარიუმშია. ჩვენთან არა მხოლოდ უნიკალური სახეობის აკვარიუმის თევზებს დათვალიერებთ, არამედ შეიძენთ კიდეც მათ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დიდები, პატარები, საშუალო ზომისაც კი. ყველაზე მდიდარი სპექტრი - თქვენი საკუთარი წყალქვეშა სამყაროსთვის: აკვარიუმის ზომის მიხედვით, გაფორმების ტიპისა და მომავალი „მეზობლების“ გათვალისწინებით, ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევთ იდეალურ ვარიანტებს. დამწყებ აკვარიუმისტებს შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა/დახმარება აკვარიუმის ბინადრებთან და მცენარეებთან დაკავშირებით.

 

ბათუმის აკვარიუმი არსებობის 90 წელზე მეტს ითვლის, შესაბამისად თევზების მოვლა-პატრონობის საქმეში ყველაზე პროფესიონალები ჩვენი თანამშრომლებია. ადგილზე არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივი სელექციის შედეგადაა გამოყვანილი და გამრავლებული - ბინადართა მოვლის ხარისხის ზუსტი კონტროლით, ვინაიდან აკვარიუმის თევზები სუსტი იმუნიტეტი ახასიათებთ, ჩვენი დეკორატიული თევზების ჯანმრთელობა გარანტირებულია წლების განმავლობაში მიღებული პროფესიონალიზმის შედეგად. შეძენის შემთხვევაში, გაყიდული თევზი „იფუთება“ ჟანგბადით გაჯერებულ სპეციალურ პაკეტში, რათა თქვენი აკვარიუმის ახალი ბინადრის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მოახერხოთ.

 

მობრძანდით ბათუმის აკვარიუმში! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ისევ გვესტუმროთ, არამედ თქვენს მეგობრებთანაც გაგვიწიოთ რეკომენდაცია.

 

იხილეთ აქ 👉 გასაყიდი თევზების კატალოგი! 👈

 

მნიშვნელოვან შენაძენს გისურვებთ!

 

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი

საქართველო, 6010, ბათუმი, რუსთაველის ქ. 51

Facebook: https://www.facebook.com/aquariumi/

0
0
0
s2sdefault