117791954 967532057025252 5977706288410686073 n

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დელფინარიუმს, ბათუმში ერთდღიანი ვიზიტის დროს გამართული საქმიანი შეხვედრის შემდეგ ეწვია. 

 (ფოტოზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) გიგა ლორია - დელფინების მწვრთნელი; ტარიელ (თენგო) წეროძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი; ამირან გამრელიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ირაკლი გოგრიჭიანი - დელფინების მწვრთნელი)

 

დელფინარიუმის შესახებ შთაბეჭდილებებით ამირან გამყრელიძემ, დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტვებით მიმართა:

 „ერთი დღით ვეწვიე ბათუმს, საინტერესო კონფერენცია გვქონდა ტყვიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას ეხება... და არვიცი საიდან შემამჩნიეს, მაგრამ რათქმაუნდა სასიამოვნოა. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ყველამ, ექიმებმა, შევეცადეთ, რომ მინიმალური დაზიანებით აქამდე ჯერჯერობით მოვედით, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ კორონავირუსული ინფექცია არ დამარცხებულა. ის ჩვენს გვერდითაა, დღესაც ქობულეთში ერთი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, ამიტომ მე მადლობას გადავუხდით: თქვენი დელფინარიუმის მენეჯმენტს, რომელსაც ასე კარგად აქვს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა და ჩვენ ერთად ყოფნით, ერთმანეთის გვერდში ყოფნით, დარწმუნებული ვარ, მთელ მსოფლიოსთნ ერთად, დავამარცხებთ ამ ინფექციას და მომავალ წელს, ზაფხულს დელფინარიუმი სავსე იქნება, არა თითო სკამის გამოტოვებით, ასე რომ გისურვებთ ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას, კარგ დასვენებას ბათუმში და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ერთმანეთის გვერდით დგომისთვის!

შოუ... მე ძალიან ადრე ვიყავი დელფინარიუმში, ჩემი ახალგაზრდობის დროს და რათქმაუნდა ახლა ბევრად დახვეწილი, ბევრად საინტერესოა და ჩემი შვილიშვილები სულ ტაშს უკრავდნენ. ასე რომ ძალიან, ძალიან კარგი შოუა, საინტერესო და გისურვებთ წარმატებას, იმიტომ რომ თქვენი დელფინარიუმი ბათუმის და მთელი საქართველოს სახეა და ის წარმოადგენს კარგად, იმ მრავალ ტურისტთა შორის, რომლებიც დღეს დარწმუნებული ვარ აქაც ესწრებიან სხვა ქვეყნებიდან, ჩვენს ქვეყანას, და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც შოუში იღებს მონაწილეობას.

იხილეთ ვიდეო სრულად!

 

0
0
0
s2sdefault