cover 1

ქვევით ჩამოთვლილია კითხვები, რომლებითაც თქვენ ყველაზე ხშირად მოგვმართავთ... 

 

რომელ საათებშია წარმოდგენა და რა ღირს ბილეთი?

www.dolphinarium.ge პირველივე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას შოუს გრაფიკისა და ფასების შესახებ. ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე, როგორც სალაროში, ასევე ონლაინ ჩვენს გვერდზე http://tickets.dolphinarium.ge

 

ბავშვის ბილეთი რა ღირს?

6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს), სხვა შემთხვევაში, 6 წლიდან და ზევით, ადგილი ფასიანია, სეანსის შესაბამისად.

 

სად/როგორ შევიძინო ბილეთი?

ვინაიდან დელფინარიუმის ყველა შოუზე სრული ანშლაგია, სასურველია წინასწარ იყიდოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი: მობრძანდით დელფინარიუმის სალაროში ანკიდევ შეიძინეთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე http://tickets.dolphinarium.ge

 

როგორ შევიძინო ონლაინ ბილეთი?

ჩვენივე ვებ-სატზე https://tickets.dolphinarium.ge გაიარეთ რეგისტრაცია, ან ელ-ფოსტით, ან თუნდაც Facebookის პროფილით, შეარჩიეთ სასურველი თარიღი, დრო, სექტორი, ადგილი... ბილეთების ყიდვამდე, გაეცანით „წესებსა და პირობებს“, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები. საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს. ან კიდევ, შედით ისევ თქვენი პროფილით ჩვენს საიტზე, მენიუში თქვენი სახელ-გვარის ქვევით ღილაკზე "ჩემი ბილეთები", ელექტრონულად იქნება ასახული აქტიური ბილეთები.

 

 რომელი ბარათით შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური (Visa/Mastercard) ბარათით (გარდა  American Express ბარათისა). შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები

 

რა წარვადგინო დელფინარიუმის კონტროლთან?

დელფინარიუმის შესასვლელშივე, კონტროლის გავლისას წარადინეთ ან ამობეჭდილი ბილეთი, ან მისი ელექტრონული ვერსია.

 

რა ღირს ბილეთი ონლაინ შეძენისას?
ბილეთის ონლაინ ყიდვისას საკომისიო 15 ლარიან ბილეთზე არის 30 თეთრი, 20 ლარიანზე 35 თეთრი.

 

როგორ დავჯავშნო ბილეთი?

ჯავშანი არ ხდება! შეგიძლიათ მხოლოდ იყიდოთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე https://tickets.dolphinarium.ge ან უნდა მობრძანდეთ და წინასწარ შეიძინოთ დელფინარიუმის სალაროში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი, ამასთან ფასებსა და შოუს განრიგსაც გაეცნობით ზევით მითითებულ ბმულზე.

 

წვიმიანი ამინდის გამო ხომ არ გადაიდება შოუ?

შოუ იმართება ნებისმიერ ამინდში, მაყურებლის მხარე გადახურულია.

 

ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა?

გაყიდული ბილეთების უკან დაბრუნება ან სხვა დღეზე გადაცვლა არ ხდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ: შოუს თარიღი, დრო და ადგილების რაოდენობა. თქვენი პირადი ან/და ფორსმაჟორული მიზეზებით გამოწვეული დაუსწრებლობის შემთხვევაში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, სხვა წარმოდგენაზე დასწრება შეუძლებელია.

 

რამდენი ხნით ადრე შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე.

 

რომელ დღეებშია ღია დელფინარიუმი?

ორშაბათობით დელფინარიუმში კარანტინის დღეა, შესაბამისად ვიზიტორთათვის დაკეტილები ვართ, სხვა ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე. ამასთან გირჩევთ, ბილეთები უახლოეს დღეებში დაგეგმილი შოუებისთვის შეიძინოთ წინასწარ ონლაინ, ჩვენს გვერდზე https://tickets.dolphinarium.ge

 

დელფინებთან ცურვის პირობები?

მომდევნო თვეების განმავლობაში ცურვა დელფინებთან გაუქმებულია! როგორც კი მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვები მოიხსნება, ჩვენც განვაახლებთ სერვისს, შესაბამისად ფასებიც და პირობებიც გახდება ცნობილი.

 

როდის მთავრდება სეზონი?

სეზონი არ მთავრდება და დელფინარიუმი სეზონურად არ იხურება ხოლმე. აქტიური ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, შოუს რაოდენობებიც მცირდება. ზამთარშიც გვაქვს წარმოდგენები, თუმცა მხოლოდ შაბათ-კვირას. კონკრეტული პერიოდისთვის დეტალებს (შოუს დრო, ფასები და ..) გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge

 

დამატებითი  ინფორმაციისთვის:   +995 422 221730

(10:00-დან 21:00მდე)

 

0
0
0
s2sdefault