ბათუმში სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა.

 

 თავდაპირველად აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი რთული კომპლექსია. იგი შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილისაგან. აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 200 000 ლიტრს. აკვარიუმის წყალმომარაგების რთული სისტემა აერაციისა (ჟანგბადით გამდიდრებისა) და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის შედეგად აკვარიუმებში იქმნება ჩაკეტილი სისტემა, მყარდება ბიოლოგიური ბალანსი. ბათუმის აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად არის გამოყვანილი და გამრავლებული. აღსანიშნავია, რომ თუ თევზებს არა აქვთ შექმნილი ბუნებრივი პირობების შესაფერისი გარემო, მათი გამრავლება შეუძლებელია.

ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

საქართველოში აკვარიუმის გასაყიდი თევზების ყველაზე ფართო არჩევანი ბათუმის აკვარიუმშია. ჩვენთან არა მხოლოდ უნიკალური სახეობის აკვარიუმის თევზებს დათვალიერებთ, არამედ შეიძენთ კიდეც მათ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დიდები, პატარები, საშუალო ზომისაც კი. ყველაზე მდიდარი სპექტრი - თქვენი საკუთარი წყალქვეშა სამყაროსთვის: აკვარიუმის ზომის მიხედვით, გაფორმების ტიპისა და მომავალი „მეზობლების“ გათვალისწინებით, ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევთ იდეალურ ვარიანტებს. დამწყებ აკვარიუმისტებს შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა/დახმარება აკვარიუმის ბინადრებთან და მცენარეებთან დაკავშირებით.

   უდავოა, რომ პრაქტიკის შესაბამისად, თევზების მოვლა-პატრონობის საქმეში საქართველოში ყველაზე პროფესიონალი ჩვენი თანამშრომლებია. ადგილზე არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივი სელექციის შედეგადაა გამოყვანილი და გამრავლებული - ბინადართა მოვლის ხარისხის ზუსტი კონტროლით, ვინაიდან აკვარიუმის თევზები სუსტი იმუნიტეტი ახასიათებთ, ჩვენი დეკორატიული თევზების ჯანმრთელობა გარანტირებულია წლების განმავლობაში მიღებული პროფესიონალიზმის შედეგად. შეძენის შემთხვევაში, გაყიდული თევზი „იფუთება“ ჟანგბადით გაჯერებულ სპეციალურ პაკეტში, რათა თქვენი აკვარიუმის ახალი ბინადრის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მოახერხოთ.

 

   გვეწვიეთ ბათუმის აკვარიუმში! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ისევ გვესტუმროთ, არამედ თქვენს მეგობრებთანაც გაგვიწიოთ რეკომენდაცია.

 

იხილეთ აქ 👉 გასაყიდი თევზების კატალოგი! 👈

 

სასიამოვნო შენაძენს გისურვებთ!

 

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი

საქართველო, 6010, ბათუმი, რუსთაველის ქ. 51

Facebook: https://www.facebook.com/aquariumi/

0
0
0
s2sdefault