შეკითხვები

ქვევით ჩამოთვლილია კითხვები, რომლებითაც თქვენ ყველაზე ხშირად მოგვმართავთ, გთხოვთ, გაეცანით!

 

  • რომელ საათებშია წარმოდგენა და რა ღირს ბილეთი?

www.dolphinarium.ge პირველივე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას შოუს გრაფიკისა და ფასების შესახებ. ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე, როგორც სალაროში, ასევე ონლაინ ჩვენს გვერდზე http://tickets.dolphinarium.ge

 

  • ბავშვის ბილეთი რა ღირს?

6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს), სხვა შემთხვევაში, 6 წლიდან და ზევით, ადგილი ფასიანია, სეანსის შესაბამისად.

 

  • სად/როგორ შევიძინო ბილეთი?

ვინაიდან დელფინარიუმის ყველა შოუზე სრული ანშლაგია, სასურველია წინასწარ იყიდოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი: მობრძანდით დელფინარიუმის სალაროში, ანკიდევ, შეიძინეთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე http://tickets.dolphinarium.ge

 

  • როგორ შევიძინო ონლაინ ბილეთი?

ჩვენივე ვებ-სატზე https://tickets.dolphinarium.ge გაიარეთ რეგისტრაცია, ან ელ-ფოსტით, ან თუნდაც Facebookის პროფილით, შეარჩიეთ სასურველი თარიღი, დრო, სექტორი, ადგილი... ბილეთების ყიდვამდე, გაეცანით „წესებსა და პირობებს“, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები. საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს. ან კიდევ, შედით ისევ თქვენი პროფილით ჩვენს საიტზე, მენიუში თქვენი სახელ-გვარის ქვევით ღილაკზე "ჩემი ბილეთები", ელექტრონულად იქნება ასახული აქტიური ბილეთები.

 

  • რომელი ბარათით შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური (Visa/Mastercard) ბარათით (გარდა  American Express ბარათისა). შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები, დადასტურების შემდეგ მიიღებთ SMS კოდს, შეიყვანეთ მოცემულ ველში და საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა"

 

  • რა წარვადგინო დელფინარიუმის კონტროლთან?

დელფინარიუმის შესასვლელშივე, კონტროლის გავლისას წარადინეთ ან ამობეჭდილი ბილეთი, ან მისი ელექტრონული ვერსია (თუნდაც სკრინი).

 

  • რა ღირს ბილეთი ონლაინ შეძენისას?
    ბილეთის ონლაინ ყიდვისას საკომისიო 20 ლარიან ბილეთზე არის 40 თეთრი, 25 ლარიანზე 50 თეთრი.

 

  • როგორ დავჯავშნო ბილეთი?

ჯავშანი არ ხდება! შეგიძლიათ მხოლოდ იყიდოთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე https://tickets.dolphinarium.ge ან უნდა მობრძანდეთ და წინასწარ შეიძინოთ დელფინარიუმის სალაროში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი, ამასთან ფასებსა და შოუს განრიგსაც გაეცნობით ზევით მითითებულ ბმულზე.

 

  • წვიმიანი ამინდის გამო ხომ არ გადაიდება შოუ?

შოუ იმართება ნებისმიერ ამინდში, მაყურებლის მხარე გადახურულია.

 

  • ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა?

გაყიდული ბილეთების უკან დაბრუნება ან სხვა დღეზე გადაცვლა არ ხდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ: შოუს თარიღი, დრო და ადგილების რაოდენობა. თქვენი პირადი მიზეზებით გამოწვეული დაუსწრებლობის შემთხვევაში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, სხვა წარმოდგენაზე დასწრება შეუძლებელია.

 

  • რამდენი ხნით ადრე შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე.

 

  • რომელ დღეებშია ღია დელფინარიუმი?

ორშაბათობით დელფინარიუმში კარანტინის დღეა, შესაბამისად ვიზიტორთათვის დაკეტილები ვართ, სხვა ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე. ამასთან გირჩევთ, ბილეთები უახლოეს დღეებში დაგეგმილი შოუებისთვის შეიძინოთ წინასწარ ონლაინ, ჩვენს გვერდზე https://tickets.dolphinarium.ge

 

  • დელფინებთან ცურვის პირობები?

მომდევნო თვეების განმავლობაში ცურვა დელფინებთან გაუქმებულია! როგორც კი ეპიდვითარება შემსუბუქდება და ჩვენი სპეციალისტები ბინადართათვის უსაფრთხოდ ჩათვლიან, ჩვენც განვაახლებთ სერვისს, შესაბამისად ფასებიც და პირობებიც გახდება ცნობილი. 

  • როდის მთავრდება სეზონი?

სეზონი არ მთავრდება და დელფინარიუმი სეზონურად არ იხურება ხოლმე. აქტიური ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, შოუს რაოდენობებიც მცირდება. ზამთარშიც გვაქვს წარმოდგენები, თუმცა მხოლოდ შაბათ-კვირას. კონკრეტული პერიოდისთვის დეტალებს (შოუს დრო, ფასები და ..) გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge

 

დამატებითი  ინფორმაციისთვის:   +995 422 221730

(ყოველდღე, 10:00-დან 19:00მდე)

0
0
0
s2sdefault