ნინი

 

ივნისში, ფასდაკლების აქციით მოსარგებლე ერთერთმა არასწრულწოვანმა სტუმარმა შოუს დასრულების შემდეგ აუზში პლასტმასის ბოთლი მოისროლა. ჩვენმა ერთერთმა უსაყვარლესმა ბინადარმა ნინიმ, რეაგირება ყველას დაასწრო, ბოთლი 3-4 წამით ათამაშა და ყველასთვის მოულოდნელად გადაყლაპა. რათქმაუნდა, დელფინარიუმის თანამშრომლები არასოდეს დაუშვებენ საფრთხე შეექმნას ბინადართა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მომენტალური რეაგირების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპეციალიტებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, დავუკავშირდით სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს, საბოლოოდ მოვიწვიეთ, მსგავსი შემთხვევების 20 წლიანი პრაქტიკის მქონე ვეტ-გასტრო-ენდოსკოპისტი და მივაღწიეთ შედეგის მაქსიმუმს - გამორჩეულად ანცი და მოუსვენარი ნინის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...

 

ნინი

 

ცნობისთვის, ნინი ბათუმის დელფინარიუმში დაბადებულ დელფინთა შორის პირველია, იგი ამჟამად 13 წლისაა.

ერთ გაუფრთხილებელ, დაუფიქრებელ ქმედებას შეუძლი ავნოს სამყაროს, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ მასშტაბებშიც კი... ჩვენი სადემონსტრაციო წარმოდგენის (შოუს) მთავარი გზავნილიც ესაა: გავუფრთხილდეთ სამყაროს ირგვლივ, ქუშაში დაყრილი ნაგავი, წვიმის, ან სხვა ნალექის შემთხვევაში, მდინარეებითა თუ სხვა თხევადი ნაკადებით მიედინება ზღვებსა და ოკეანეებში... ხშირად ცოცხალი არსებები პლანეტაზე, ადამიანთა უნებლიე საქციელსა თუ გულგრილ ნამოქმედარს ეწირებიან...

ამიტომ, არა მხოლოდ დელფინარიუმის ვიზიტორებს გთხოვთ უსაფრთხოების წესების დაცვას, არამედ ყველას... უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გარემოს ჩვენს ირგვლივ. ერთად ვიზრუნოთ ჩვენივე სახლზე - პლანეტა დედამიწაზე! 

 
 
 
0
0
0
s2sdefault