Часто задаваемые вопросы

ქვევით ჩამოთვლილია კითხვები, რომლებითაც თქვენ ყველაზე ხშირად მოგვმართავთ, გთხოვთ, გაეცანით!

საიტის პირველივე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას შოუს გრაფიკისა და ფასების შესახებ. 

ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე, როგორც სალაროში, ასევე ონლაინ ჩვენს გვერდზე https://tickets.dolphinarium.ge

6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს), სხვა შემთხვევაში, 6 წლიდან და ზევით, ადგილი ფასიანია, სეანსის შესაბამისად.

ვინაიდან დელფინარიუმის ყველა შოუზე სრული ანშლაგია, სასურველია წინასწარ იყიდოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი: მობრძანდით დელფინარიუმის სალაროში, ან კიდევ, შეიძინეთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე https://tickets.dolphinarium.ge

ჩვენივე ვებ-სატზე https://tickets.dolphinarium.ge გაიარეთ რეგისტრაცია.  შეარჩიეთ სასურველი თარიღი, დრო, სექტორი, ადგილი… ბილეთების ყიდვამდე, გაეცანით „წესებსა და პირობებს“, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები. საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს. ან კიდევ, შედით ისევ თქვენი პროფილით ჩვენს საიტზე, მენიუში თქვენი სახელ-გვარის ქვევით ღილაკზე «ჩემი ბილეთები», ელექტრონულად იქნება ასახული აქტიური ბილეთები.

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური (Visa/Mastercard) ბარათით (გარდა American Express ბარათისა). შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები, დადასტურების შემდეგ მიიღებთ SMS კოდს, შეიყვანეთ მოცემულ ველში და საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკს «ყიდვა». ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური (Visa/Mastercard) ბარათით (გარდა American Express ბარათისა). შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები, დადასტურების შემდეგ მიიღებთ SMS კოდს, შეიყვანეთ მოცემულ ველში და საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკს «ყიდვა».

დელფინარიუმის შესასვლელშივე, კონტროლის გავლისას წარადინეთ ან ამობეჭდილი ბილეთი, ან მისი ელექტრონული ვერსია (თუნდაც სკრინი).

ბილეთის ონლაინ ყიდვისას საკომისიო 20 ლარიან ბილეთზე არის 40 თეთრი, 25 ლარიანზე 50 თეთრი.

ჯავშანი არ ხდება! შეგიძლიათ მხოლოდ იყიდოთ ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებ-საიტზე https://tickets.dolphinarium.ge ან უნდა მობრძანდეთ და წინასწარ შეიძინოთ დელფინარიუმის სალაროში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი, ამასთან ფასებსა და შოუს განრიგსაც გაეცნობით ზევით მითითებულ ბმულზე.

შოუ იმართება ნებისმიერ ამინდში, მაყურებლის მხარე გადახურულია.

გაყიდული ბილეთების უკან დაბრუნება ან სხვა დღეზე გადაცვლა არ ხდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ: შოუს თარიღი, დრო და ადგილების რაოდენობა. თქვენი პირადი მიზეზებით გამოწვეული დაუსწრებლობის შემთხვევაში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, სხვა წარმოდგენაზე დასწრება შეუძლებელია.

რამდენი ხნით ადრე შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ორშაბათობით დელფინარიუმში კარანტინის დღეა, შესაბამისად ვიზიტორთათვის დაკეტილები ვართ, სხვა ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე. ამასთან გირჩევთ, ბილეთები უახლოეს დღეებში დაგეგმილი შოუებისთვის შეიძინოთ წინასწარ ონლაინ, ჩვენს გვერდზე https://tickets.dolphinarium.ge

ცურვის ხანგრძლივობა 15 წუთია, ღირებულება: 5–დან 16 წლამდე – 150 ლარი, 16 და ზემოთ – 200 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯავშნისთვის კონტაქტი იხილეთ ბმულში.

სეზონი არ მთავრდება და დელფინარიუმი სეზონურად არ იხურება ხოლმე. აქტიური ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, შოუს რაოდენობებიც მცირდება. ზამთარშიც გვაქვს წარმოდგენები, თუმცა მხოლოდ შაბათ-კვირას. კონკრეტული პერიოდისთვის დეტალებს (შოუს დრო, ფასები და ა.შ.) გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზე https://dolphinarium.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 422 221730

(ყოველდღე, 10:00-დან 19:00-მდე)