დელფინარიუმი და აკვარიუმი გილოცავთ!

cover 2021 dolphiraium 1

ძვირფასო მეგობრებო!
ყველასთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გასაგები ამბების სიყვარულის ენით გადმოცემა, ცნობილ გარემოებათა გამო კი შეჩერდა, მაგრამ ეს, გვჯერა, დროებითია და ძალიან მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით,

რათა თავადაც კვლავ დავიმუხტოთ უშრეტი, პოზიტიური ენერგიით, სითბო-სიყვარულით სავსე ღიმილითა და კეთილი სიტყვით, უშურველად რომ ვუზიარებთ ერთმანეთს…
ყურადღებით ვკითხულობთ თქვენს შეფასებებს, კომენტარებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: „თქვენ ხართ ყველაზე საზრიანები, გონიერები, სამართლიანები, ზოგჯერ ძალიან კრიტიკულები, მაგრამ მაინც ყველაზე საუკეთესოები!“.


ქვევით ნახავთ ბოლო პერიოდში ჩვენი მისამართით მიღებულ ყველაზე შთამბეჭდავ კომენტარებსა და შეფასებებს.
ჩვენ ძალას გვმატებს იმის ღრმა რწმენა, რომ მალე კვლავ ფართოდ გავაღებთ დახურულ კარს და ხმამაღლა გეტყვით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის დელფინარიუმში!“

გულით გილოცავთ, მეგობრებო, დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ამაღლებულ განწყობასა და ულევ სიხარულს!

ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი!