დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს დადებითად დამუხტული ემოციით ტოვებს ჩვენი შოუს მთავარ ვარსკვლავთა დამსახურებაა. წარმოდგიდგენთ რამდენიმე ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს, დაუვიწყარ Foot Push-სა და მრავალ სხვა, შთამბეჭდავ მომენტს.
დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.