მიმდინარე ფასდაკლება და პირობები

მიმდინარე აქციის ფარგლებში წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთი ბილეთის საფასური შეადგენს 5 ლარს, ნაცვლად სტანდარტული ღირებულებისა. აქციით სარგებლობა საქართველოში მოქმედ და აკრედიტებულ ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ჯგუფური ვიზიტის შემთხვევაში. მაგ: ბაღის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები, მოსწავლე-სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები.

ფასდაკლება მოქმედებს სასწავლო წლის ფარგლებში. გამონაკლისია ტურისტული სეზონის აქტიური ფაზა 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. (მითითებულ კალენდარულ შუალედში, აქციის მოქმედება შეჩერებულია)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლება არ ვრცელდება მშობლებსა და თანმხლებ პირებზე, რომლებიც არ ირიცხებიან სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლის, აღსაზრდელის ან პედაგოგის სახით! განვმარტავთ დამატებით, რომ აქცია ვალიდურია მხოლოდ ჯგუფური ვიზიტის შემთხვევაში და არ ვრცელდება ინდივიდუალურ ვიზიტებზე. ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ არსებული ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება თუ შოუს დაწყებამდე ერთი საათით ადრე დელფინარიუმის სალაროში ბილეთის შეძენას არ განახორციელებთ!

ანაცხადის შესავსებად გთხოვთ ჩამოტვირთოთ ნიმუშის ფორმა

შევსებული ნიმუში, თანდართული სახელობითი სიით, გთხოვთ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dolphinarium2018@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე +995 422 221730, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა).

სამუშაო საათები : 10:00-დან 17:30-მდე

შესვენება: 13:30-დან 14:30-მდე