დანა, მიყვარხარ! წერილი უნდა გამოგიგზავნო…
6 წლის ლუკა მორჩაძემ თბილისიდან დანას გამოუგზავნა წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


“ძვირფასო დელფინო დანა,


იმ დღის მერე, რაც შეგხვდი, შენზე თავდავიწყებით ვარ შეყვარებული. საოცარი ემოციები მაჩუქე! დღე არ გავა, რომ ან არ გახსენო, ან შენზე არ ვიფიქრო.
მინდა, რომ კიდევ გესტუმრო ბათუმში და ისევ, ერთად ვიცუროთ. იმედია, მალე დადგება ზაფხული, მანამდე თოვლში სრიალით გავირთობ თავს.
ძვირფასო დანა, ძალიან მიყვარხარ და სულ შენთან ერთად ვიქნები. როცა დაბერდები, ზვიგენებთან ერთად ვიბრძოლებთ!
სიყვარულით სავსე, უბედნიერესი, ულამაზესი დედის შვილი ლუკა მორჩაძე”.