შოუს წესები და პირობები
- დელფინარიუმის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მყიდველის მიერ შერჩეულ თარიღსა და დროზე. შესაბამისად, შეძენილი ბილეთების გადაცვლა შეუძლებელია.
- შეძენილი ბილეთების გაუქმება ან/და თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
- ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს ვიზიტორს მოთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ონლაინ ბილეთების იდენტიფიცირებისთვის.
- არ გამოცხადების შემთხვევებში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, მომდევნო წარმოდგენებზე დასწრება შეუძლებელია.
- გთხოვთ, ტრანზაქციის დადასტურებამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ არჩეული მონაცემები: შოუს თარიღი, დრო, ადგილების რაოდენობა, პროფილის რეგისტრაციის მონაცემები.
- ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური ბარათით, გარდა AMEX-ისა.
- ტრანზაქციის დასრულების შემდეგ საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ელექტრონულ ბილეთს, ასევე ამ საიტზე, შეძენილი ბილეთი ელექტრონულად აისახება თქვენი სახელ-გვარის ქვევით მენიუს ღილაკით “ჩემი ბილეთები”.
ინტერაქტივის წესები და პირობები
არ დაიშვებიან:
- 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
- ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები;
- დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პირები;
- მანდილოსნები კრიტიკული დღეების პერიოდში.
- 14 წლამდე ინტერაქტივის მსურველთან ერთად აუზთან დაიშვება მხოლოდ ორი თანმხლები პირი, ხოლო 14 წლის ზემოთ – ერთი თანმხლები. (ფოტო/ვიდეო გადაღება უფასოა). ინტერაქტივის მსვლელობისას თანმხლებმა პირებმა დაიცვან დისტანცია აუზთან და მაქსიმალურად ერიდონ აუზში მყოფ ადამიანთან კონტაქტს, ვინაიდან ინტერაქტივისას აუზში მყოფი ადამიანი ყურადღებით უნდა უსმენდეს მხოლოდ ტრენერს. აკრძალულია თანმხლები პირების ინტერაქტივის აუზის გარდა სხვა ტერიტორებზე გადაადგილება.
- აუზში ჩასვლამდე:
- – მოიხსენით აქსესუარები (სამკაული, თმის სამაგრი, სამაჯური და ა. შ.);
- – მიიღეთ შხაპი;
- – დაიმუშავეთ ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით.
- პატარებს უზრუნველვყოფთ საცურაო ჟილეტებით.
- აუზთან მისვლამდე, გთხოვთ, ნუ შეეხებით სხვა დანარჩენ ნივთებს. ნუ შეჩერდებით სხვა აუზებთან. იმოქმედეთ მხოლოდ ინსტრუქტორის მითითებების შესაბამისად.
- აუზში ყოფნისას მაქსიმალურად მოერიდეთ დელფინის თვალებსა და სასუნთქ ხვრელზე შეხებას.