წესები და პირობები
- ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური ბარათით.
- გთხოვთ, ტრანზაქციის დადასტურებამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ არჩეული მონაცემები: შოუს თარიღი, დრო, ადგილების რაოდენობა, პროფილის რეგისტრაციის მონაცემები.
- ტრანზაქციის დასრულების შემდეგ საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ ელექტრონულ ბილეთს. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე ge შეძენილი ბილეთი ელექტრონულად აისახება თქვენს პროფილში.
- სალაროში შეძენილი ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია მითითებული შოუს დაწყებამდე 2 საათით ადრე; ამისთვის ვიზიტორმა ადგილზე უნდა წარმოადგინოს ბილეთი და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- ელექტრონულად შეძენილი ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია შოუს დაწყებამდე არანაკლებ 1 საათისა, შემდეგი პირობებით:
- ონლაინ ბილეთის დაბრუნება არ ჯარიმდება შოუს დაწყებამდე 12 საათით ადრე;
- შოუს დაწყებამდე 12 სთ-ზე ნაკლები დრო – ჯარიმდება ღირებულების 20%;
- შოუს დაწყებამდე 4 სთ-ზე ნაკლები დრო – ჯარიმდება ღირებულების 40%.
- თანხა ბრუნდება ონლაინ შეძენის საკომისიოს გარეშე.
- არ გამოცხადების შემთხვევებში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, მომდევნო წარმოდგენებზე დასწრება შეუძლებელია.
- დელფინარიუმის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მყიდველის მიერ შერჩეულ თარიღსა და დროზე.
ინტერაქტივის წესები და პირობები
არ დაიშვებიან:
- 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
- ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები;
- დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პირები;
- მანდილოსნები კრიტიკული დღეების პერიოდში.
- 14 წლამდე ინტერაქტივის მსურველთან ერთად აუზთან დაიშვება მხოლოდ ორი თანმხლები პირი, ხოლო 14 წლის ზემოთ – ერთი თანმხლები. (ფოტო/ვიდეო გადაღება უფასოა). ინტერაქტივის მსვლელობისას თანმხლებმა პირებმა დაიცვან დისტანცია აუზთან და მაქსიმალურად ერიდონ აუზში მყოფ ადამიანთან კონტაქტს, ვინაიდან ინტერაქტივისას აუზში მყოფი ადამიანი ყურადღებით უნდა უსმენდეს მხოლოდ ტრენერს. აკრძალულია თანმხლები პირების ინტერაქტივის აუზის გარდა სხვა ტერიტორებზე გადაადგილება.
- აუზში ჩასვლამდე:
- – მოიხსენით აქსესუარები (სამკაული, თმის სამაგრი, სამაჯური და ა. შ.);
- – მიიღეთ შხაპი;
- – დაიმუშავეთ ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით.
- პატარებს უზრუნველვყოფთ საცურაო ჟილეტებით.
- აუზთან მისვლამდე, გთხოვთ, ნუ შეეხებით სხვა დანარჩენ ნივთებს. ნუ შეჩერდებით სხვა აუზებთან. იმოქმედეთ მხოლოდ ინსტრუქტორის მითითებების შესაბამისად.
- აუზში ყოფნისას მაქსიმალურად მოერიდეთ დელფინის თვალებსა და სასუნთქ ხვრელზე შეხებას.