“მადლობა, ამ საოცარი ემოციისთვის!“

მადლობა, ამ საოცარი ემოციისთვის!“ – ძირითადად ასე იწყება თქვენი წერილები ძვირფასო სტუმრებო!
ემოცია, რომელსაც ვქმნით, არაერთი წელია, იმსახურებს თქვენს დიდ სიყვარულს და პატივისცემას. დელფინარიუმის გუნდი გისურვებთ ბედნიერ წელს და მომავალი შეხვედრის მოლოდინით, ჩვენს ბინადრებთან ერთად, ვიტოვებთ იმედს დადებითი ემოციებით დატვირთული ახალი 2023-ის სეზონისა.
მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა ენერგიისა და მუხტისთვის, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ასე უყვარს ჩვენს ბინადრებს და რაღათქმაუნდა, გვაძლიერებს ჩვენ!