დელფინარიუმი აცხადებს ვაკანსიას მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე.
განაკვეთი სრული – 10:00-18:00 საათამდე, კვირაში 40 სთ, დასვენება კვირაში 1 დღე. დასაქმების ტიპი: გრძელვადიანი (არა სეზონური).
თუ გსურს სტაბილური სამსახური და თუ:
- ხარ 18-25 წლის;
- იცი ცურვა;
- გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
- გიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა;
- შეგიძლია გუნდური მუშაობა;
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! 🐬
შენიშვნა: ვაკანსია არ არის მხოლოდ სეზონური ხასიათის, კომპანია ეძებს გუნდის მუდმივ წევრს გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის პერსპექტივით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს პირობა რეზიუმეს გამოგზავნამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: Dolphinariumbatumi@gmail.com